კილიან მბაპე მზადაა პსჟ-ს გადაუხდელი ხელფასის გამო უჩივლოს
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე ყოფილი კლუბისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. ფრანგი შემტევის დედის თქმით, "პსჟ-მ" კილიანისთვის კუთვნილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.
როგორც ESPN იტყობინება, ლიგა 1-ის ჩემპიონმა კონტრაქტით გათვალისწინებული ბონუსი არ გადაიხადა. ამავე წყაროზე დაყრდნობით აღნიშნული თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს.
თუ სხვა გზა არ დაგვრჩება რა თქმა უნდა, სასამართლოს მივმართავთ. იმედია, რომ ორი წლის წინ გაფრომებულ კონტრაქტს პატივს სცემენ. - განაცხადა მბაპეს დედამ
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე უკვე "რეალ მადრიდის" ფეხბურთელია. მადრიდში მბაპეს მასშტაბური პრეზენტაცია უკვე შედგა. ფლორენტინო პერესმა დიდი ხნის ოცნება აისრულა, თავის კლუბში მბაპე მოიყვანა და ამ დღის აღსანიშნავად გრანდიოზული ღონისძიება დაგეგმა. ბერნაბეუზე 85 000-მა გულშემატკივარმა მოიყარა თავი იმისთვის, რომ ფრანგ ფეხბურთელს შეგებებოდნენ.