ტორესის და კარასკოს გაცვლა - ბარსელონა ბელგიელის ტრანსფერზე მუშაობს
კატალონიის "ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.
ცნობილ ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, კატალონიელები ბელგიელი შემტევის - იანიკ კარასკოს შეძენით/გაცვლით არიან დაინტერესებულები. ამისათვის კი "ბარსელონა" მზად არის, რომ ტრანსფერში ფერან ტორესი ჩართოს.
برشلونة يريد عملية تبادل مع أتليتيكو : فيران - كاراسكو EL FCB QUIERE UN INTERCAMBIO CON EL ATLÉTICO: FERRAN - CARRASCO pic.twitter.com/duanBpHrdd
— Achraf Ben Ayad (@Benayadachraf) April 25, 2023
ცნობილია ის ფაქტიც, რომ "ბარსელონა" უკვე საკმოად დიდი ხანია იანიკ კარასკოს ტრანსფერით არის დაინტერესებული. მათ 2021 წელს თავისუფალი აგენტით მყოფ კარასკოს კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ბელგიელმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა.
საინტერესოა ახლა რას გადაწყვეტენ კატალონიური კლუბის მესვეურები და თავად ბელგიელი - იანიკ კარასკო.