Belive

ტრავმირებულმა მესიმ მოედანი ნაადრევად დატოვა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ინტერ მაიამიმ" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და "ტორონტოს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა, თუმცა, კლუბის გულშემატკივრები ერთმა გარემოებამ შეაშფოთა - არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მოედანი ნაადრევად, 37-ე წუთზე დატოვა.

ასევე საგანგაშოა ის გარემოება, რომ მესის გასვლამდე 2 წუთით ადრე, მოედანი ხორდი ალბამაც დატოვა, რაც 28 სექტემბერს გასამართი US-Open-Cup-ის ფინალის წინ, ნამდვილად მძიმე დარტყმაა. "ინტერ მაიამის" მთავარი მწვრთნელი - ხერარდო მარტინო, ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ მესი და ალბა ფინალში თამაშს შეძლებენ.

ამ დროისთვის ბევრი არაფრის თქმა შემიძლია. ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდებით და სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ ახალ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე - ისინი უბრალოდ გადაღლილები არიან. - ხერარდო მარტინო.

სხვა სტატიები