მალდინი: ,,როცა წავიკითხე, რომ მესი შეიძლებოდა ინტერში გადასულიყო, შემეშინდა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პაოლო მალდინიმ, რომელიც 2019 წლიდან გასულ ზაფხულამდე ,,როსონერის'' ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა, განაცხადა, რომ მესის გადაბირებას 10 დღის განმავლობაში ცდილობდა:
,,როცა წავიკითხე, რომ მესი შეიძლებოდა, ინტერში გადასულიყო, შემეშინდა...
10 დღის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ლეო მილანში გადმოგვეყვანა, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ეს შეუძლებელი იყო.
ახლა უკვე გვიანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მესისნაირი ფეხბურთელი ყველასთვის დიდი სანახაობაა - პაოლო მალდინი
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესის გადაბირებით მილანის ,,ინტერი'' ინტერესდებოდა. არგენტინელი ვარსკვლავი საბოლოოდ ,,პარი სენ ჟერმენში'' გადავიდა.
🔴⚫️🇦🇷 Former AC Milan director Paolo Maldini reveals: “We tried to sign Leo Messi. I wanted him, we called for it but after 10 days we understood it was just impossible”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 22, 2023
“He’s wonderful player, we tried but it was not possible for us”, told Poretcast. pic.twitter.com/gTJmdGYZgg