Belive

მესი ვენესუელასთან მატჩზე: ,,ზედიზედ ორი პასი ვერ გავაკეთეთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ვენესუელასთან ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა.

შეხვედრის დაწყება ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე წუთით დაგვიანდა. ლეომ მატჩის შემდეგ ყურადღება მინდვრის არასახარბიელო მდგომარეობაზე გაამახვილა:

,,რთული შეხვედრა გამოვიდა, ასეთი პირობები თამაშს ამახინჯებს. ზედიზედ ორი პასიც კი ვერ გავაკეთეთ... მეორე ტაიმში მინდვრის მარჯვენა მხარეს თამაში უკეთ გამოგვივიდა, მაგრამ მატჩების ასე ჩატარება ძალიან რთულია.

შეხვედრა ფრედ იმიტომ დასრულდა, რომ მოედნის მდგომარეობის გამო ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა, ჩვენ სხვანაირი თამაშისთვის მოვემზადეთ. პირველ ნახევარში პასების დროს ბურთს წყალი აჩერებდა... შევძელით ის, რისი საშუალებაც პირობებმა მოგვცა.'' - ლეო მესი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ვენესუელასა და არგენტინის ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

9 ტურის შემდეგ, ,,ალბისელესტე'' 19 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მომავალ მატჩს 16 ოქტომბერს, ბოლივიის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები