ტრავმები პარი სენ-ჟერმენში და გეგმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის
„პარი სენ-ჟერმენის“ შეტევის ხაზში ტრავმების გამო კლუბი იძულებულია, იანვარში ახალი მოთამაშეები დაიმატოს. ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას „ნიცასთან“ გამართულ შეხვედრაში დეზირე დუეს ტრავმაც დაემატა. ფრანგი მუხლზე ოპერაციას თვის ბოლოს გაიკეთებს და დიდი ალბათობით, მთელ სეზონს გამოტოვებს.
საკადრო პრობლემები ამით არ მთავრდება: დუესა და კვარაცხელიას გარდა, ფიზიკური პრობლემები უსმან დემბელესაც ხშირად აწუხებს. მართალია, შემადგენლობაში გარკვეული ალტერნატივები ფერან ტორესის, მიკა გოდტსისა და სენი მაიულუს სახით მაინც არსებობს, მაგრამ პსჟ-ს იანვარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მაინც მოუწევს.
როგორც Le Parisien წერს, პარიზელები იანვარში შეტევის გაძლიერებას ნამდვილად აპირებენ და კლუბის სპორტულ მრჩეველს, ლუის კამპოსს, ზუსტად აქვს წარმოდგენილი, როგორი ფეხბურთელი სჭირდება გუნდს. პრიორიტეტი უნივერსალური შემტევია, რომელიც უმეტესად ფლანგზე თამაშობს.
🚨🎖️| CONFIRMATION: PSG will actively explore opportunities in the January transfer window. The management seek to recruit a winger.
— PSG Report (@PSG_Report) November 22, 2026
The club maintains the same strategy as in previous transfer windows. — Transfers will be completed only for reasonable transfer fees that… pic.twitter.com/cdP0gUYeSM
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავარ ვარიანტებად პარის ბრუნერი და ელი ჟუნიორ კროუპი სახელდებოდნენ, თუმცა კამპოსი იანვარში მათ კანდიდატურებს არ განიხილავს და სხვა მიმართულებით ეძებს ვარიანტებს. პარიზულ კლუბში ზედმეტი თანხის დახარჯვაც არ სურთ და ტრანსფერის გონივრულ ფასად განხორციელებას ცდილობენ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პსჟ-მ დონეცკის „შახტარის“ ბრაზილიელი გარემარბის, ალისონ სანტანას ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი მოკვლევა უკვე დაიწყო.
ყველაფრის გათვალისწინებით, ლუის კამპოსს საკმაოდ რთული საქმე აქვს. მან ისეთი შემტევი უნდა მოძებნოს, რომელიც დუეს დანაკლისს შეავსებს, პსჟ-ს სათამაშო სტილს მოერგება და თან კლუბის ბიუჯეტსაც არ დააზარალებს.