ჰარი კეინი ბაიერნის ამბიციებზე - "ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი გვაქვს"
ჰარი კეინი აცხადებს, რომ მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველა საჭირო რესურსი აქვს. გერმანელები, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ, თუმცა ახლა მათი მიზანია, ჩემპიონთა ლიგის თასი მიუნხენში დააბრუნონ. ინგლისელმა თავდამსხმელმა საკუთარი გუნდის მიმართ სრული ნდობა გამოხატა და აღნიშნა, რომ გამოცდილებისა და ნიჭის კომბინაციის წყალობით, ბაიერნი ნებისმიერი მეტოქისთვის კონკურენტუნარიანი ძალა იქნება.
33 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებაც გაიხსენა, სადაც ბაიერნს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ვინსენტ კომპანის გუნდი, პარი სენ-ჟერმენთან ორმატჩიან დუელში 5:6 დამარცხდა. ამ იმედგაცრუების მიუხედავად, კეინი მიიჩნევს, რომ ასეთმა დაპირისპირებებმა გუნდს მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.
ჩემთვის და მთელი გუნდისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რომელშიც ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს. გასულ სეზონში პარი სენ-ჟერმენთან ჩატარებული ორი მატჩი, წარმოუდგენლად დაძაბული და საინტერესო იყო. მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. ტურნირიდან იმ გუნდთან გამოვარდნა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, სირცხვილი ნამდვილად არ არის. - ჰარი კეინი
კეინის აზრით, გასული სეზონის გამოცდილება გუნდს მიმდინარე გათამაშების გადამწყვეტ ეტაპებზე დაეხმარება. ინგლისელი მიიჩნევს, რომ ბაიერნმა წარმატების მისაღწევად, საჭირო სტაბილურობას უკვე მიაღწია. კეინი ვინსენტ კომპანის ფაქტორსაც გამოყოფს. ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულის აზრით, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა და სათამაშო სტილის უკეთ ათვისება, გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
🚨 Harry KANE 🏴 revient sur la demi-finale de Ligue des champions perdue face au PSG 🇫🇷 :
— Actu Foot (@ActuFoot_) November 19, 2026
« La saison dernière, les matchs contre le PSG ont été fous, ÇA S’EST JOUÉ À UN CHEVEU, et être éliminé par l’équipe qui a remporté le titre deux fois de suite n’avait rien de honteux.… pic.twitter.com/1wXO6BBFFj