ტოტენჰემსა და კოდი გაკპოს შორის შეთანხმება შედგა
კოდი გაკპომ და ტოტენჰემმა პერსონალურ დონეზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულ ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა VI ადასტურებს.
"დეზების" ახალი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი ნიდერლანდელი ფორვარდით დაინტერესებულია და ლივერპულს უკვე დაეკონტაქტა. 433-ს ინფორმაციით, ორივე მხარე საკითხს პოზიტიუტად უყურებს და თვლიან, რომ ტრანსფერი მალე ჩაიხურება.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Spurs & Cody Gakpo have reached a personal 𝐀𝐆𝐑𝐄𝐄𝐌𝐄𝐍𝐓, Dutch outlet VI confirms 😲🤝
— 433 (@433) August 14, 2026
Roberto De Zerbi wants Spurs to sign the Dutch forward, and they have now contacted Liverpool. 📞
Optimism is increasing among all parties that the transfer will go… pic.twitter.com/iE8ATOMt8V
აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემი სავინიოს დამატებასაც განიხილავს. ლონდონელებს გაკპოსთვის 70 მილიონი, ხოლო სავინიოსთვის 60-65 მილიონი ფუნტი აქვთ გამოყოფილი. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გაკპოს მსგავსად, პერსონალური შეთანხმება სავინიოსთანაც მიღწეულია.