"საქმეს ვუბრუნდები" - ვენსან კომპანის პირველი კომენტარი გამოჯანმრთელების შემდეგ
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი, ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ სამსახურში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრობს.
"იმედი მაქვს, ყველაფერი რაც შეიძლება მალე ჩადგება ჩვეულ კალაპოტში.
უზომოდ მადლიერი ვარ კლუბის თანადგომისა და მთელი სამედიცინო გუნდის, რომელიც დღედაღამ ჩემს გვერდით იდგა.
ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგად ვყოფილიყავი. ასევე, დიდი მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს, რომელიც საქმეს არ აკლებდა და ამ რთული მომენტიდან მაქსიმუმის გამოწურვაში დაგვეხმარა.
მადრიდის ატლეტიკოსთან თამაში ძალიან მომეწონა: ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ვერ ვიყავი. ამას არასდროს დავივიწყებთ და წინსვლის ძალასაც მოგვცემს. იქ ყოველგვარი შიშის გარეშე ჩავედით და მოედანზე მაინც ნამდვილი ბაიერნი დავინახეთ.
ხვალიდან ისევ საქმეს ვუბრუნდებით", - ამბობს ახალგაზრდა ბელგიელი სპეციალისტი.
ვენსან კომპანის თავდაპირველად ვირუსული ინფექცია ჰქონდა, რის შემდეგაც, 2026 წლის ოქტომბრის მიწურულს ბაიერნის სარეზერვო გუნდის ვარჯიშის დროს მოედანზე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას ტვინის გარსების გაღიზიანება (მენინგეალური გაღიზიანება) დაუდგინდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის სახლში გადიოდა რეაბილიტაციას, რის გამოც გამოტოვა რამდენიმე მატჩი (მათ შორის ატლეტიკოსთან შეხვედრაც მადრიდში 2:0), ხოლო ნოემბერში კვლავ დაუბრუნდა ბაიერნთან ერთად საქმიანობას.
ბაიერნი ბუნდესლიგაში 9 ტურის შემდეგ 21 ქულით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4 მატჩის შემდეგ 8 ქულით მე-13 პოზიციაზეა.