როგორ დასჯის სადისციპლინო კომისია მეკარეს, რომლის უხეშობამაც სიკვდილი გამოიწვია?
ტენერიფეს თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ წამოჭრა საკითხი ანდორას მეკარის, ხესუს ოვონოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ესპანეთის მეორე დივიზიონში გამართული მატჩის დროს ისინი ერთმანეთს ძლიერ შეეჯახნენ, რის შედეგადაც ფორვარდმა მძიმე ტრავმა მიიღო. სამშაბათს დილით კლუბმა მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
დე მიგელის გარდაცვალება ავტომატურად არ ნიშნავს მეკარის დამნაშავედ ცნობას ან მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კომპეტენტურმა ორგანოებმა ჯერ უნდა დაადგინონ ეპიზოდის ხასიათი და გარემოებები - კერძოდ, დაარღვია თუ არა მეკარემ თამაშის წესები იმდენად უხეშად, რომ ეს სცდება ფეხბურთისთვის დამახასიათებელ ჩვეულ შეცდომებსა და თანმდევ რისკებს.
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემის 'Mundo Deportivo'-ს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომისიაც მიიღებს გადაწყვეტილებას. წესდების 102-ე პუნქტის თანახმად, სადისციპლინო კომისიას აღნიშნული დარღვევისთვის მოთამაშის 4-12 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა შეუძლია.
ესპანეთის სადისციპლინო კომიტეტმა, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის მიმართ პატივისცემის ნიშნად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომავალი კვირისთვის გადადო. ამ დროისთვის ოფიციალური სანქცია ან სასჯელი ძალაში ჯერ არ შესულა.
🚨🚨 JESÚS OWONO 🇬🇶 risque entre 8 ET 12 MATCHS DE SUSPENSION après son expulsion lors du choc avec Jesús de Miguel 🇪🇸, décédé le lendemain. 🟥
— Actu Foot (@ActuFoot_) November 6, 2026
La commission de discipline espagnole a REPORTÉ sa décision à la semaine prochaine, par respect pour la famille du joueur de Tenerife.… pic.twitter.com/eurI3gGY7A