ტორინოსთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ტორინოს'' ესტუმრება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 30-ე შეხვედრას ჩაატარებს.
ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:
მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
26 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 68 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,ტორინო” კი 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.