Belive

კვარაცხელია ნაპოლისთან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ხელშეკრულების 2028 წლამდე გახანგრძლივება და გაზრდილი ხელფასი შესთავაზეს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, კვარას ანაზღაურება სეზონში 3 მილიონი ევრო იქნება, რითაც ოსიმენის, ლოზანოსა და ზელინსკის შემდეგ, ,,ნაპოლის'' მეოთხე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

,,ნაპოლიში'' ჩატარებულ სადებიუტო სეზონში კვარაცხელიამ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. 22 წლის ფეხბურთელი სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სხვა სტატიები