ტომას ტუხელი: თუ ამ თამაშს კიდევ 5-ჯერ ვითამაშებდით, ხუთივეს მოვიგებდით
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "ბოხუმთან" 3:2 წაგებული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ამბობს, რომ თავისი გუნდის სიძლიერეში ეჭვი არ ეპარება და ყველაფრის შეცვლა ისევ შესაძლებელია
თუ ამ თამაშს კიდევ ხუთჯერ ვითამაშებთ, ხუთივეს მოვიგებთ. ჩვენ გვქონდა ოთხი, ხუთი, ექვსი საუკეთესო მომენტი. თამაშში სრულად ვდომინირებდით და რეალურად მატჩის მიმდინარეობას არ ჩამოვრჩენილვართ. მე თუ მკითხავთ, მაინც მტკიცედ მჯერა, რომ მე და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. - ტომას ტუხელი
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა გერმანელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა და ტომას ტუხელის "ბაიერნში" მწვრთნელობის საკითხი რისკის ქვეშაა. მისი ინფორმაციით კლუბმა გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღოს.
🚨🔴 Internal talks to take place at FC Bayern now as Thomas Tuchel job remains at risk.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 18, 2024
Time to decide manager’s future soon with president and directors involved. pic.twitter.com/8wFtV47INV
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩში "ბოხუმთან" 3:2 განცდილი მარცხის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" 50 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლევერკუზენს" 8 ქულით ჩამორჩება.