Belive

ალ ნასრიში კიდევ 2 ვარსკვლავს ვიხილავთ - კომანი და ინიგო მარტინესი არაბეთში მიდიან

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ჩანს, ალ ნასრი გაჩერებას არ აპირებს და მათ კიდევ 2 ვარსკვლავის - ინიგო მარტინესისა და კინგსლი კომანის დამატება სურთ, მეტიც, ინიგო მარტინესთან არაბულმა კლუბმა ყველაფერი მოაგვარა და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია.

რაც შეეხება კინგსლი კომანს, როგორც ცნობილი გახდა, ალ ნასრიმ ბაიერნს პირველი და ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას აპირებს არაბული კლუბი 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ალ ნასრიმ რამდენიმე დღის წინ ჟოაო ფელიქსი დაიმატა, მათ ასევე კლუბში სადიო მანე, კრიშტიანუ რონალდუ, აემერიკ ლაპორტი, მარსელო ბროზოვიჩი და ოტავიო ჰყავთ, თუმცა როგორც ჩანს, კლუბის მესვეურებს გეგმაში, არაბული გრანდის კიდევ უფრო გაძლიერება აქვთ ჩაფიქრებული.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, ინიგო მარტინესი ბარსელონას ვარჯიშებზე აღარ ჩანს, მან გუშინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა და კლუბის წევრებს დაემშვიდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არაბულ კლუბში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, საინტერესოა როგორ განვითარდება საქმე კინგსლი კომანის შემთხვევაში, რომელსაც ბაიერნთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით, 2027 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები