Belive

გიორგი კვერნაძე TOP 5 ჩემპიონატების სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია და ეს სეზონის სტარტზეც აისახება. 23 წლის შემტევმა ფეხბურთელმა სექტემბრის თვეში იტალიის სერია A-ს ზედიზედ სამივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.

შედეგად TOP 5 ჩემპიონატებში გიორგი კვერნაძე სექტემბრის თვის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად დასახელდა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც მოხვდა.

სექტემბრის საუკეთესო გუნდი Sofascore-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე: ალვარო ვალესი (ბეტისი) - 9.03

მცველები: ლევის დანკი (ბრაიტონი) - 8.50, ჯონათან ტა (ბაიერნი) - 8.35, მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი) - 8.47, ზაქარი ატეკამე (ლიონი) - 7.93

ნახევარმცველები/შემტევები: კრისტიან კასერესი (ტულუზა) - 8.37, მაიკლ ოლისე (ბაიერნი) - 8.07, ლამინ იამალი (ბარსელონა) - 8.65, გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) - 7.93

თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 8.75, რაფინია (ბარსელონა) - 8.60

სექტემბრის თვის საუკეთესო გუნდი | Sofascore

გიორგი კვერნაძის სექტემბერი:

  • 6 სექტემბერი - ვენეციის წინააღმდეგ: 1 გოლი (შეფასება - 7.2) მოგება

  • 12 სექტემბერი - ჯენოას წინააღმდეგ: 1 გოლი (შეფასება - 8.0) ფრე

  • 20 სექტემბერი - კომოს წინააღმდეგ: 1 გოლი (შეფასება - 8.6) მოგება

გიორგი კვერნაძე ახალ სეზონს შესანიშნავად იწყებს, მას ყველა ტურნირის ეგიდით 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა - იტალიის სერია A-ში 3 გოლი 1 ასისტი, ხოლო თასზე 2 გოლი, 1 ასისტი.

ფროზინონე სერია A-ს ცხრილში 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 10 ოქტომბერს ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები