TMW კვარაცხელიაზე: "ეს იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შექმნა და მოიგო თამაში მარტომ"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მეორე ტურის მატჩში, "ნაპოლიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა და ანტონიო კონტეს მეთაურობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. "პარტენოპეიმ" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ამ გამარჯვების მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი თავად გაიტანა.
ცნობილი იტალიური გამოცემა "TWM" (TUTTO mercato WEB), ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსს ეხმაურება, რომელიც კვარამ "ბოლონიას" წინააღმდეგ შემოგვთავაზა.
"თამაში უღიმღამოდ მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ნაპოლის მარცხენა შემტევი, ზურგზე ნომრით 77 - არ აფეთქდებოდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაუმტიცა, რომ ის ამ კლუბის შეუცვლელი ფიგურა და ლიდერია.
კვარაცხელიას პერფორმანსს, რომელიც მან ბოლონიას წინააღმდეგ შემოგვთავაზა, შესაძლოა ასეთი სახელიც ვუწოდოთ - უღიმღამო თამაშიდან დიდ აფეთქებამდე.
ჯერ უღიმღამო მონაკვეთიდან თავით ლამაზ გოლს იტანდა თუმცა არ გაუმართლა, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს, დი ლორენცოს წლის ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელიც მხოლოდ დიდებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ.
ასისტიც არ იკმარა და სეზონის პირველი გოლი გაიტანა, თანაც მამის რანგში, რომელიც მან საკუთარ ახალდაბადებულ შვილს მიუძღვნა.
ეს იყო კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა შექმნა და მოიგო თამაში მარტომ..." - ვკითხულობთ TWM-ს სტატიაში.
შეგახსენებთ, სერია A-ს მესამე ტურში, "ნაპოლისა" და "პარმას" დაპირისპირება შედგება. მატჩი 31 აგვისტოს, ნეაპოლში გაიმართება.