კვარამ და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისტორიაში უდიდესი სხვაობით მოიგეს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაიწერა. კვარამ და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისტორიაში უდიდესი სხვაობით მოიგეს. პარიზულმა გრანდმა ინტერი 5:0 გაანადგურა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე პსჟ-ს დომინაციით წარიმართა და გოლების გარდა უამრავი მომენტი შექმნეს. ფინალში პირველი ქართული გოლი გავიდა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერს მეოთხე გაუტანა და ისედაც მოშლილ მილანელებს ყველანაირი შანსი გაუქრო.
ანგარიში ჰაკიმმა გახსნა, დუბლი დეზირე დუემ შეასრულა, 19 წლის ფრანგმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, ერთი გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა მაიულუმ შეაგდო. ევროპული ფეხბურთი პსჟ-ს ტრიუმფით დაიხურა, ლუის ენრიკეს გუნდმა ტრებლი მოიგო.