"რაფა ლეაუ მილანს არ დატოვებს" - მილანის აღმასრულებელი დირექტორი
რამდენიმე დღის წინ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" რაფა ლეაუს დამატებას გეგმავდა. იწერებოდა ისიც, რომ პორტუგალიელი ამ ტრანსფერზე თანახმა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიელებს მეგატრანსფერის შესრულება ძალიან სურდათ.
ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მილანის" გულშემატკივრებს სანერვიულო არ აქვთ. "როსონერის" აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ რაფა ამ ზაფხულს არსად წავა.
რაფა ლეაუ ამ ზაფხულს "მილანს" არ დატოვებს. ბარსელონაში ტრანსფერი? შანსი არ არის. ის კლუბს არ დატოვებს, 100%. თუ რაფა წასვლას გადაწყვეტს, ამის შესახებ კლუბს უნდა ჰკითხოს. ვფიქრობ, ყველაფერი ნათლად ავხსენი. - განაცხადა ფურლანიმ
🚨🔴⚫️ AC Milan CEO Furlani: “Rafa Leão will NOT leave AC Milan this summer”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 22, 2024
“Barcelona move? No chance. No way. He’s not leaving the club. 100%”.
“If Rafa asks to leave? He’s not gonna ask to leave the club”.
“I think my message is quite clear, no?”, told @elchiringuitotv. pic.twitter.com/9WHPcIkrBk
რაფაელ ლეაუმ გასულ სეზონში "მილანის" მაისური 41-ჯერ მოირგო. პორტუგალიელმა ამ პერიოდში მეტოქის კარის აღება 15-ჯერ შეძლო.