ტომას ტუხელი: "მე აქ მანეს დასაცავად ვარ"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ყურადღება მანესა და სანეს შორის დაპირისპირებაზე გაამახვილა. გერმანელი სპეციალისთვის თქმით, მანე ნამდვილი პროფესიონალია და დამნაშავე არ არის.
"მე აქ მანეს დასაცავად ვარ. მას უკვე დიდი ხანია, როგორც ნამდვილ პროფესიონალად ვიცნობ. მე მის გარემოცვასაც ვიცნობ. ის დამნაშავე არ ყოფილა. ბუნებრივია, რომ მისი საქციელი მისაღბი არ არის. სადიომ მის საქციელზე პასუხისმგებლობა აიღო და ბოდიშიც მოიხადა." - განაცხადა ტომას ტუხელმა.
როგორც უკვე იცით, “სიტისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ, გასახდელში ერთმანეთს სადიო მანე და ლეროი სანე დაუპირისპირდნენ. გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანემ მის თანაგუნდელს სახეშიც კი გაარტყა.