Belive

მესი: "როდესაც ნაკრებში ვთამაშობ, თავს ბავშვად ვგრძნობ"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-10 ტურში, არგენტინამ ბოლივიას უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.

საოცარი მატჩი ჰქონდა ლეგენდარულ ლიონელ მესის, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, ამ ყველაფერს კი 2 საგოლე გადაცემაც დაუმატა. მესიმ მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი ჯერ ლაუტაროს, შემდეგ კი ხულიან ალვარესს გაატანინა.

მესიმ 84-ე და 86-ე წუთებზე კვლავ გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 6:0 დააფიქსირა. არგენტინა 22 ქულით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ლიდერობს, მესის კი ეროვნულ ნაკრებში 112 გოლი დაუგროვდა.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებმა მესის კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რაზეც ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"აქ ვიქნები იქამდე, სანამ ამხელა ბედნიერებას განვიცდი და როდესაც ვხედავ, რომ კარგად თამაშიც შემიძლია და ამ კარგად თამაშით სიამოვნების მიღებაც, არსად წასვლას ჯერ არ ვაპირებ.

როდესაც ნაკრებში ვთამაშობ, თავს ბავშვად ვგრძნობ, რადგან ამ ბიჭებთან ერთად საკუთარი ქვეყნისთვის თამაში ყველაზე დიდი სიამოვნებაა, რაც შეიძლება ფეხბურთელმა მიიღო.

სანამ თავს კარგად ვგრძნობ და შემიძლია თამაში ასეთ დონეზე გავაგრძელო, როგორც მე მინდა, მე იქამდე მივიღებ სიამოვნებას..." - ლეო მესი

არგენტინის ნაკრები შემდეგ მატჩს პარაგვაის წინააღმდეგ 15 ნოემბერს გამართავს, 20 ნოემბერს კი პერუსთან თამაშით 2024 წელს დახურავს.

სხვა სტატიები