Belive

ხორვატების დიდი დარტყმა - ვლასიჩი ვეღარ ითამაშებს, დალიჩი ახალ ფეხბურთელს ვერ დაიმატებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და "ტორინოს" 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - ნიკოლა ვლასიჩმა ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვეღარ შეძლებს.

ამასთან ერთად, ხორვატიის ნაკრების მთავარ მწრთნელს - ზლატკო დალიჩს, სხვა ალტერნატიული ფეხბურთელის გამოძახების საშუალება არ მისცეს, შესაბამისად ხორვატიის ნაკრებს შემადგელობაში ერთით ნაკლები ფეხბურთელი ეყოლება, მაშინ როდესაც, მათი საქმე ისედაც საკმაოდ რთულადაა.

ვლასიჩის ტრავმასთან დაკავშირებით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.

"ნიკოლამ დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა დახმარებოდა გუნდს ევრო 2024-ზე და ის გუნდის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, მეორე ტრავმამ შეაწუხა და მე შემიძლია მას მხოლოდ მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა..." - ზლატკო დალიჩი

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთთან 3:0 განადგურდა. ამ მატჩში ვლასიჩი სამატჩო განაცხადში იყო და სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მეორე ტაიმში იგი მოედანზე არ შემოსულა.

19 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ხორვატიის ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება და პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.

სხვა სტატიები