თომას ტუხელი: "ჩემთვის ჩელსი ოჯახივით იყო"
"რეკორდმაისტერმა" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დანიშნა. 49 წლის მწვრთნელმა გერმანულ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
FC Bayern and head coach Julian Nagelsmann have parted company. This decision was taken by CEO Oliver Kahn and board member for sport Hasan Salihamidžić in consultation with club president Herbert Hainer. Nagelsmann will be succeeded by Thomas Tuchel.
— FC Bayern (@FCBayernEN) March 24, 2023
🔗 https://t.co/j8PjdrXscw
ტუხელი ბოლოს ლონდონის "ჩელსიში" მუშობდა, საიდანაც ის ყველასათვის მოულოდნელად გაუშვეს. როგორც იცით, 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა ლონდონურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.
როგორც ჩანს აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ტუხელისთვისაც მოულოდნელი იყო.
"ჩემთვის ჩელსი ოჯახივით იყო. ამაზე ისევ ვდარდობ. "ჩელსიში" მყოფ ხალხთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რამდენიმესთან ახლაც ვმეგობრობ და ეს არ შეიცვლება." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
Tuchel: “Chelsea was like family to me, so… it still hurts. I’m very happy here at Bayern now”. 🔴 #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 31, 2023
“I had a good relationship with people at Chelsea, I still have a lot of friends at Chelsea — that's not going to change”. pic.twitter.com/eTt02wPBoI
მას შემდეგ, რაც ლონდონელებმა ტუხელი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს, მისი ადგილი გრემ პოტერმა დაიკავა. მიმდინარე სეზონში "ჩელსი" არც ისე კარგად გამოიყურება. "არისტოკრატებს" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 2 შევხედრა აქვთ მოგებული და 38 ქულით მე-10 პოზიციას იკავებენ.