Belive

ბარსელონამ გავი საბოლოოდ დაარეგისტრირა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" გავი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიურ კლუბს ახალგაზრდა ნახევარმცველის გაფორმება უჭირდა. საბოლოოდ, ლა ლიგამ "ბარსას" გავის პირველ გუნდში დარეგისტრირების უფლება მისცა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის 6 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ფაბრიციო რომანოს თქმით, გავიმ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში გავიმ "ბარსელონას" მაისური 49-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად 7 ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები