Belive

ატლეტიკოსთან ბელინგემისა და სებალიოსის გარეშე - რეალის ლაზარეთი გაიზარდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ჩატარებული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ დანი სებალიოსს ნახევრადმემბრანული კუნთის ტრავმა აქვს, რაც გავლენას ახდენს მარცხენა ფეხის მყესზე.

ესპანელი ფეხბურთელი ხვალიდან რეაბილიტაციას დაიწყებს. ექიმებს ძალიან უჭირთ წინასწარი პროგნოზის გაკეთება, რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით.

ვარაუდების მიხედვით, დანი ფეხბურთს 2 თვეზე მეტი ვერ ითამაშებს - შესაბამისად 28 წლის ნახევარმცველი, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩემპოინთა ლიგის ორივე მატჩს გამოტოვებს.

დანი სებალიოსი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

"სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ასევე ვერ დაემხარება ჯუდ ბელინგემი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს და დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, მადრიდული დერბი 4 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

სხვა სტატიები