Belive

The Washington Post: "ნაპოლი ტიტულის დაცვას იწყებს - კვარა და ოსიმენი კვლავ ერთად იფრენენ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ამერიკული გამოცემა - "The Washington Post"-ი იტალიის სერია A-ს დაწყებას, ცოტა უფრო კონკრეტულად კი "ნაპოლის" სტარტს ეხმაურება.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს ტიტულის დაცვას პირველივე ტურიდან დაიწყებს. ბევრი სატრანსფერო საგის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონებმა კლუბში ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება შეძლეს, რაც კლუბს ბევრად უფრო ძლიერს გახდის. 

"ნაპოლიმ" შეძლო და კლუბში შეინარჩუნა ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. საოცარი სეზონის შემდეგ, ისინი კვლავ ერთად შეეცდებიან, რომ იფრინონ და სერია A-ს ტიტული დაიცვან.

ასევე აღსანიშნავია, რომ კლუბს ახალი მწვრთნელი - რუდი გარსია ჰყავს, რომელსაც სერია A-ში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს და იგი ამ საოცარ ქალაქში, თავის პირველ სეზონშივე შეეცდება, რომ უდიდეს წარმატებას მიაღწიოს..." - The Washington Post

შეგახსენებთ, რომ სერია A სტარტს 19 აგვისტოს აიღებს, სადაც მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი", სერია A-ში ახლადაღზევებულ "ფროსინონეს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

ეს მატჩი კი ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნება, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ, ახალგაზრდა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი - გიორგი კვერნაძე ითამაშებს, რომელიც "ფროსინონეში" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. 

სხვა სტატიები