პსჟ-მ 2024/2025 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-მ 2024/2025 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. უფრო კონკრეტულად, პარიზელებმა მომავალი სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინეს.
საყურადღებოა, რომ ვერცერთ ფოტოსა თუ ვიდეოში ვერ შეხვდებით კილიან მბაპეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიანმა თანადგუნდელებს უკვე გამოუცხადა, რომ ეს სეზონი სამშობლოში მისთვის ბოლოა და ივნისში "სამეფო კლუბს" შეუერთდება.
🆕👕👀
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) May 10, 2024
Découvrez notre nouveau maillot 𝗛𝗼𝗺𝗲 @nikefootball pour la saison 24/25 lancé avec des photos de nos joueuses et joueurs parisiens réalisées à l’aide de l’𝘐𝘯𝘵𝘦𝘭𝘭𝘪𝘨𝘦𝘯𝘤𝘦 𝘈𝘳𝘵𝘪𝘧𝘪𝘤𝘪𝘦𝘭𝘭𝘦, une première dans l’histoire du club.
"პსჟ"-ს ოფიციალურ ფანშოპში უკვე დაიწყო ახალი, 2024/2025 წლების სეზონის ფორმის გაყიდვა, რომლის ამჟამინდელი ფასიც €149.99 ევროა.