"თუ კეინი თავის თამაშს იპოვის, მაშინ ამ ორ ცენტრალურ მცველს გაანადგურებს" - რუნი
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნი ამბობს, რომ ჰარი კეინი არგენტინის ცენტრალურ მცველებს მარტივად გაუმკლავდება. ლეგენდარული ინგლისელის თქმით, კეინი რომეროს და მარტინესის ტიპის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია.
თუ ჰარი კეინი მოწოდების სიმაღლეზე იქნება, მას არგენტინის მცველები ვერ გაუმკლავდებიან. ჰარი კეინი ასეთი ტიპის მცველებისთვის კოშმარია. თუ ჰარი მათ ისეთი პოზიციებისკენ წაიყვანს, სადაც თავს კარგად არ გრძნობენ, გოლის გატანა უბრალოდ დროის საკითხი იქნება. თუ კეინი თავის თამაშს იპოვის, მაშინ ამ ორ ცენტრალურ მცველს გაანადგურებს. - განაცხადა უეინ რუნიმ
"If Harry Kane is on it, he'll destroy these two centre-backs" 🏴 🇦🇷 pic.twitter.com/9vqdSouHMJ
— BBC Sport (@BBCSport) July 15, 2026
შეგახსენებთ, რომ ინგლისი ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში ესპანეთს შეხვდება, რომლებმაც 1/2-ფინალში საფრანგეთი გამოთიშეს.