Belive

The Mirror: "ბეტმენი და რობინი ესპანეთის დასამარცხებლად"

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ პირდაპირ ეთერში საქართველოს ნაკრების თამაშს იმაზე მეტი მაყურებელი არასდროს ჰყოლია, ვიდრე დღეს, 23:00 საათზე ეყოლება. სასწორზე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურია, ერთმანეთის პირისპირ კი საქართველო და ტურნირის ამ მომენტისტვის ყველაზე შთამბეჭდავი ნაკრები - ესპანეთი. The Mirror ჩვენი ნაკრების ლიდერებს სტატიას უძღვნის.

საქართველოს სუპერვარსკვლავები ესპანეთის გაგდებას და ევრო 2024-ზე მორიგი შოკის გამოწვევას ისახავენ მიზნად. ტომი და ჯერი, ენტი და დეკი (ტელეწამყვანები), ბეტმენი და რობინი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. ისინი ერთმანეთს არ შორდებიან, ყველანი კარგად გამოცდილი და საქმეში გამომდგარი წყვილია.

ბევრმა ფიქრობდა, რომ ევრო 2024-ზე საქართველო მხოლოდ ნაპოლის ვარსკვლავს „კვარადონას“ დაეყრდნობოდა, ეს ასეც არის, მან შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა პორტუგალიასთან ისტორიულ მატჩში, როცა გოლი 92-ე წამზე გაიტანა, თუმცა კვარაცხელიას დიდი დახმარება გაუწია უნიჭიერესმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ და მალე, მათგან კიდევ უფრო მეტს ვიხილავთ. მიქაუტაძემ ჯგუფის სამივე შეხვედრაში გაიტანა და ახლა ტურნირის თანაბომბარდირია. ამბობენ, რომ "მონაკო" ახლოს არის მასთან გარიგების დადებასთან, თუმცა არსებობენ "მილანი", "დორტმუნდი" და "ნიუკასლი", რომლებსაც ასევე აქვთ ინტერესი.

კვარაცხელიამ ამ გამარჯვების შემდეგ გულახდილად და დიდი ემოციით ისაუბრა, სერია A-ს ტიტულის მფლობელმა პორტუგალიასთან გამარჯვებას "მისი ცხოვრების საუკეთესო დღე" და "ოცნება" უწოდა, რადგან საქართველო ერთ ღამეში, მოულოდნელად, ყველასთვის საყვარელი აუტსაიდერი გახდა.

მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, იცის რამდენად რთული იქნება ესპანეთის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ მისი შეხედულებით საქართველო უკვე გამარჯვებულია.

სხვა სტატიები