Belive

მორიგი აღიარება - ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის თასის მერვედფინალში პარიზულმა გრანდმა ,,ლე მანი'' 0:2 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და საბოლოო შეფასება 8.1 ქულა დაიმსახურა, რაც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სწორედ მისი სტატისტიკისა და კარგი მატჩის გათვალისწინებით, კვარა Sofascore-ს მიერ გამოქვეყნებულ საფრანგეთის თასის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, თასის 1/8-ფინალური ეტაპის სიმბოლურ გუნდში, მისი გუნდელები: ნუნო მენდეში და ლუკას ბერალდო მოხვდნენ.

საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენის'' მეტოქე National 2-ის (რანგით მე-4 ლიგა საფრანგეთში) გუნდი ,,ბრიუშენი'' იქნება. მატჩი 26 თებერვალსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები