Belive

"ჩვენთან მატჩში საქართველო ფავორიტია" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ერთა ლიგის B-დივიზიონში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მორიგ მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

B-დივიზიონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩი, ნეიტრალურ ლოკაციაზე გაიმართება. ქვეჯგუფს საქართველო ლიდერობს, რომელმაც ორ მატჩში, 2 გამარჯვება მოიპოვა და 6 ქულა დააგროვა, ხოლო უკრაინა ორივე დაპირისპირებაში დამარცხდა და ბოლო ადგილზე იმყოფება.

სატურნირო მდგომარეობს გათვალისწინებით, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინისთვის პრინციპულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინული სპორტული მედია მატჩს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ერთ-ერთ ვებგვერდზე უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრის კირილ კოვალჩუკის ინტერვიუ განთავსდა, სადაც ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ საქართველო ფავორიტია.

ვფიქრობ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. პირველი დიდი მარცხი მაშინ ვიგემეთ, როდესაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ შევძელით. მას შემდეგ მწვრთნელიც შეიცვალა, მაგრამ ამას ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია.

ბოლო წარმატებას ანდრეი შევჩენკოს მეთაურობით მივაღწიეთ და ახლა უკვე საქართველოსთან მატჩის გვეშინია. არ ვიცით რას ველოდოთ საქართველოსგან. მახსოვს, ადრე, როდესაც საქართველოს, მოლდოვას, სომხეთს ვეთამაშებოდით, ყოველთვის მშვიდად ვიყავით და შედეგზე არ ვნერვიულობდით - ახლა კი საქართველოსთან თამაშის გვეშინია. წარმოიდგინეთ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენთან მატჩში საქართველო ფავორიტია.

საქართველოსთან თამაშის გვეშინია. ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები ამჟამად მაღალ დონეზე ასპარეზობს - მათ ჰყავთ კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი... გასაგებია, რომ საქართველო ამჟამად აღმავლობის გზაზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა თავის უნდა ჩმოუვარდებოს. - კირილ კოვალჩუკი

შეგახსენებთ, უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო მატჩი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები