The Guardian - 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 2 ქართველი მოხვდა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული გამოცემა The Guardian მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს ავლენს.
ამ მომენტისთვის დასახელებულია მოთამაშეები მე-100-დან 41-ე ადგილის ჩათვლით, სრულად კი სია რამდენიმე დღეში შეივსება.
Top 100-ეულში 2 ქართველი მოხვდა - გიორგი მამარდაშვილი მე-80 პოზიციას იკავებს, ხვიჩა კვარაცხელია კი - 49-ეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს Guardian-ის ვერსიით კვარა საუკეთესოთა შორის მე-12 ადგილს იკავებდა.
ხვიჩა კვარაცხელია - ,,ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაში საუკეთესო თამაში ნაპოლის არცერთ ფეხბურთელს არ უჩვენებია. პარტენოპეიმ 3 მწვრთნელი გამოიცვალა და სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. მიუხედავად ამისა, კაცმა, რომელსაც კვარადონას ეძახიან, 11 გოლის გატანა მაინც შეძლო. შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში, რის შედეგადაც მისი ნაკრები პლეი-ოფში გავიდა. ახლა კონტესთან ერთად ნაპოლი კვლავ სწორი მიმართულებით მიდის და გუნდმა მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი პირველ ადგილზე გაატარა.''
გიორგი მამარდაშვილი - ,,მეკარისთვის ძალიან დატვირთული წელი იყო. ევრო 2024-ზე მუდმივი გამოცდის წინაშე იდგა და ამ სეზონში ვალენსიაშიც ზედმეტად ბევრი მუშაობა უწევს. ის დიდ ხანს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მეკარე ესპანეთში. კარს მშრალად ხშირად ინახავდა და პლეი-ოფის გავლით, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდა, იქ კი, ჯგუფურ ეტაპზე, 3 მატჩში 20 სეივი შეასრულა, მათ შორის 11 ჩეხეთის წინააღმდეგ. საქართველო სენსაციურად გავიდა მერვედფინალში, ლივერპულმა კი მის სანაცვლოდ 30 მილიონი დამსახურებულად გადაიხადა. ახლა ვალენსიაში იჯარით თამაშობს, ამ რეიტინგში კი მხოლოდ ერთი პოზიციით ჩამორჩება ალისონს, რომელსაც, სავარაუდოდ, მალე ჩაანაცვლებს.'' - წერს გარდიანი
ქართველების პოზიცია წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის:
ვიტინია
არტიომ დოვბიკი
ხვიჩა კვარაცხელია
ედერსონი
ტიბო კურტუა
კაი ჰავერცი
ედერსონი
გიორგი მამარდაშვილი
პაუ კუბარსი
ანდერი ლუნინი