პირველი გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე | კვარაცხელიას შეფასება სიეტლთან მატჩში
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-3 ტურში პარი სენ ჟერმენმა სიეტლ საუნდერსი 2:0 დაამარცხა.
პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 64 წუთი გაატარა და თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 7,8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ დეზირე დუესა და აშრაფ ჰაკიმის ჩამორჩა.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 54-ჯერ შეეხო, კარში ორჯერ დაარტყა, 6-დან 2 დუელი მოიგო და 42-დან 37 ზუსტი გადაცემა გააკეთა (88%).
7,6 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 7,5-ით კი - Flashscore-მა.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, პარი სენ ჟერმენმა მერვედფინალის საგზური პირველი ადგილით გაიფორმა. B ჯგუფიდან პლეი-ოფში, ასევე, ბოტაფოგო გავიდა.
On to the next round! 👊 #FIFACWC (0-2) pic.twitter.com/YFPrKtS6WM
— Paris Saint-Germain (@PSG_English) June 23, 2025