Belive

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი | გიორგი მამარდაშვილის შეფასება ალავესთან შეხვედრაში

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვალენსიას'' 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ,,ალავესთან'' შეხვედრაში შეწყდა. ,,ღამურები'' მეტოქესთან სტუმრად 1:0 დამარცხდნენ.

წაგების მიუხედავად, ლა ლიგის ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

მამარდამ მეტოქის დარტყმა ოთხჯერ მოიგერია და 33-დან 28 (85%) ზუსტი გადაცემა გააკეთა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ქართველ მეკარეს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, რაც მსაჯის მიერ დანიშნული საკამათო თერთმეტმეტრიანის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა.

7,6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Sofascore-მა (ყველაზე მეტი ვალენსიას რიგებში). 6,9-ით Whoscored-მა (ასევე ყველაზე მაღალი ვალენსიაში) და 6,6-ით Flashscore-მა.

36 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა და ევროტურნირების ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 18 მაისს ,,ბილბაოსთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები