Belive

სტეფან სვოჩი: "კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს ბარსელონას დამწუხრება შეუძლია..."

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა "ვიჩენცას" სპორტულმა დირექტორმა - სტეფან სვოჩიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ "ბარსელონა" დაამწუხროს.

"ნაპოლი კარგავს უამრავ საგოლე მომენტს, როგორც ეს მოხდა ტორინოს წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება ბარსელონასთან, რადგან შემდეგ ძნელი გახდება ბლაუგრანას დონის გუნდთან თამაშში დაბრუნება.

დიდი ფულის დადება რომ შემეძლოს, სიამოვნებით დავდები იმ ფაქტს, რომ მატჩში გოლს კვარაცხელია ან ოსიმენი გაიტანენ. კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია და დიდებულ ფორმაშია, მიუხედავად დიდი კრიტიკისა, მან შეძლო და დაუბრუნდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას.

თერთმეტმეტრიანებამდე რომ მივიდეს მატჩი, ან თუნდაც თამაშის დროს დაინიშნოს, მგონია, რომ ოსიმენმა არ უნდა დაარტყას. ნაპოლის არაერთი კარგი შემსრულებელი ჰყავს, მაგალითად მარიო რუი, ლობოტკა, კვარაცხელია და კიდევ სხვა რამდენიმე.

კვარას და ოსიმენს შეუძლიათ, რომ ბარსელონასთვის დღევანდელი საღამო ჯოჯოხეთად აქციონ..." - სტეფან სვოჩი

სტეფან სვოჩს იტალიის სერია A-ში რამდენიმე კლუბში აქვს ნათამაშები, აქედან ერთ-ერთი "ნაპოლია". იგი ნეაპოლური კლუბის ღირსებას 1998-2000 წლებში იცავდა. ფორვარდმა 66 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" ჩემპიონთალიგური დაპირისპირება 12 მარტს, 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები