Sportico-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბები დაასახელა
სპორტულმა ბიზნეს-პორტალმა Sportico-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების სია გამოაქვეყნა.
ვებგვერდის ინფორმაციით, რეიტინგში პირველ ადგილს ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' იკავებს, რომლის ღირებულება 6.2 მილიარდი დოლარია. 2022-2023 წლების სეზონში ,,წითელი ეშმაკების'' შემოსავალმა 778 მილიონი დოლარი შეადგინა.
მეორე პოზიციაზეა მადრიდის ,,რეალია'', რომელიც 6.06 მილიარდ დოლარადაა შეფასებული - ესპანური გრანდის შემოსავალი გასულ სეზონში 844 მილიონი დოლარი იყო, რითაც მხოლოდ ,,მანჩესტერ სიტის'' (855 მილიონი დოლარი) ჩამორჩა.
ტოპ სამეულში, ასევე, კატალონიის ,,ბარსელონა'' მოხვდა - ,,ბლაუგრანას'' ღირებულება 5.28 მილიარდი დოლარია (2022-2023 წლების შემოსავალი 836 მილიონი დოლარია).
საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში ათივე გუნდი ევროპიდანაა, თუმცა 50-ეულში ყველაზე მეტი, 20 წარმომადგენელი, აშშ-ს (MLS-ს) ჰყავს.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი Sportico-ს მონაცემებით:
მანჩესტერ იუნაიტედი - 6.2 მილიარდი დოლარი
რეალი - 6.06 მილიარდი დოლარი
ბარსელონა - 5.28 მილიარდი დოლარი
ლივერპული - 5.11 მილიარდი დოლარი
ბაიერნი - 4.8 მილარდი დოლარი
მანჩესტერ სიტი - 4.75 მილიარდი დოლარი
პსჟ - 4.05 მილიარდი დოლარი
არსენალი - 3.91 მილიარდი დოლარი
ტოტენჰემი - 3.49 მილიარდი დოლარი
ჩელსი - 3.47 მილიარდი დოლარი