Belive

ლივერპული ჟოტას ოჯახს დარჩენილი კონტრაქტის ხელფასს სრულად გადაუხდის

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავტოავარიაში გარდაცვლილ დიოგუ ჟოტას ლივერპულთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, პორტუგალიური გამოცემის Record-ის ცნობით მერსისადიული კლუბი დარჩენილ ხელფასს ჟოტას ოჯახს სრულად გადაუხდის. ლივერპულში დიოგუს წლიური ანაზღაურება დაახლოებით 10 მილიონ ევროს უტოლდებოდა.

ინგლისურმა კლუბმა ასევე გადაწყვიტა, რომ დიოგუ ჟოტას 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღოს.

ტრაგიკული შემთხვევა ესპანეთში, სანაბრიის რეგიონის ქალაქ ზამორასთან მოხდა, ჟოტა თავის ძმა ანდრესთან ერთად გარდაიცვალა. მათ დღეს, პორტუგალიაში თავიანთ მშობლიურ ქალაქ გონდომარში დაკრძალავენ.

სხვა სტატიები