რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "კომოს" ფეხბურთელმა - რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ადასტურებს, რომ ხანგრძლივი ტრავმების გამო მან საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
"ჩემს კარიერაში მე მივიღე მრავალი გამოწვევა, წარმოუდგენელი ემოციები, განსაკუთრებული მომენტები და მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება თან გამყვება. ამ მომენტებზე ფიქრით, უდიდესი სიამაყით და სრულყოფილების გრძნობით ვადასტურებ ფეხბურთიდან წასვლას. იმ თამაშიდან, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს.
მსურდა, რომ თუ ტრავმას მოვიშუშებდი და დავბრუნდებოდი, ძლიერად დავბრუნებულიყავი და არა მხოლოდ, უბრალოდ მეთამაშა, თუმცა სურვილი და შესაძლებლობა ორი განსხვავებული რამ არის.
მადლობას გიხდით, რომ ეს მოგზაურობა უფრო განსაკუთრებული გახადეთ, ვიდრე ჩემს საუკეთესო ოცნებებში წარმოვიდგენდი." - რაფაელ ვარანი
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერიდან" "კომოში" გადავიდა, სადაც იტალიის თასის 1/32-ფინალში "სამპდორიას" წინააღმდეგ მხოლოდ 23 წუთი ითამაშა.
ვარანი 4-გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია. მან კარიერაში 480 მატჩი ჩაატარა, სადაც 21-ჯერ შეძლო გოლის გატანა, 8-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება.