Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელია შესანიშნავი პროფესიონალია, მაგრამ ჯერ კიდევ გახურების პროცესშია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,მონცასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდის თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა:
,,კვარაცხელია შესანიშნავი პროფესიონალი და კარგი ბიჭია. მას მოწინააღმდეგის ჩამოშორება შეუძლია, იცის, სად არის კარი და ორივე ფეხით არტყამს. თუმცა, ის ჯერ კიდევ გახურების პროცესშია. ხვიჩაზე ახალ გუნდში ჯერ კიდევ დიდი ზეწოლაა. მან იცის, რომ ისეთი მომთხოვნი საზოგადოების გართობა სჭირდება, როგორიც ,,ნაპოლის'' ფანები არიან. ეს გოლები მას ზეწოლის მოხსნაში დაეხმარება,'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
,,მონცასთან'' მოგებულ მატჩში ხვიჩამ დუბლი გაიფორმა. კვარაცხელიამ გოლის გატანა სერია ა-ს პირველ ტურშიც შეძლო. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევის ანგარიშზე 2 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები