კვარა რეინჯერსთან დაისვენებს | სპალეტიმ ხვიჩა ძირითადს მიღმა დატოვა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს "ნაპოლი" მორიგ ჩემპიონთალიგურ შეხვედრას გამართავს. იტალიელთა მეტოქე "რეინჯერსი" იქნება, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხეს. "აიბროქსიზე" გამართული შეხვედრა შოტლანდიელებმა 0:3 დათმეს.
რამდენიმე წუთის წინ, "ნაპოლის" სასტარო თერთმეტეული გამოქვეყნდა, სადაც კვარაცხელიას გვარს ვერ წავიკითხავთ. დიდი ალბათობით, სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ ქართველი შემტევი შემდეგი შეხვედრებისთვის შემოინახოს.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურ კლუბს 1/8 ფინალში თამაში გარანტირებული აქვს. მათ ეს წინა ტურში მოახერხეს, როცა "დიეგო არმანდო მარადონაზე" "აიაქსი" 4:2 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში კვარაცხელიამ პენალტიც გაიტანა.
"რეინჯერსთან" გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.