ოფიციალურად: ნაპოლი - სალერნიტანას მატჩი 30 აპრილს გადაიდო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-მ ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა - "ნაპოლი" - "სალერნიტანას" მატჩი 30 აპრილს გადაიდო.
მატჩი, რომელიც მაღალი ალბათობით, "ნაპოლისთვის" 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მომტანი იქნება, ნეაპოლური მხარის მოთხოვნის შემდეგ, ერთი დღით გადაიდო და 30 აპრილს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
"ნაპოლი" - "სალერნიტანას" პარალელურად "ინტერი" - "ლაციოს" მატჩიც დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ "ნაპოლი" გაიმარჯვებს, ხოლო დედაქალაქელები ქულას დაკარგავენ, მაშინ ნეაპოლელელბი ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებენ.