Belive

სპალეტი: "კვარაცხელია ნამდვილი კლასიკაა, კოსმოსშიც კი სწრაფად გაივლის" 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლისა" და "მალიორკას" შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის (1:1) შემდეგ, იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"კვარაცხელია? ის არის ნამდვილი კლასიკა. მას ტერფის გარეთა ნაწილი დიდებული აქვს და როცა არ ელი, ზუსტად მაშინ ტექნიკურად გამოდის რთული სიტუაციებიდან. მას ძალიან სწრაფად შეუძლია გადაადგილება, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება კოსმოსში უწევს. დღესაც შესანიშნავი თამაში ჰქონდა. ის ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელია", - თქვა სპალეტიმ.
"ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას "ჟირონას" წინააღმდეგ 3 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები