Belive

იტალიური მედია: "ქართველი დიეგოს იერს ატარებს, დროა მას "ნაპოლიმ" 10 ნომერი მისცეს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

13 მარტს, იტალიურმა მედიამ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სერია A-ს 26-ე ტურში ნაჩვენები შესანიშნავი თამაში კიდევ ერთხელ გაიხსენა. სხვადასხვა პრესტიჟულმა იტალიურმა მედიაპლატფორმებმა 22 წლის ქართველი ვარსკვლავის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმასა და ასევე ცხოვრებისეულ საკითხებზე ისაუბრეს, საიდანაც გამორჩეულ ეპიზოდებს გთავაზობთ.


Il Mattino

"კვარა, ლიდერი დიეგოს იერით. ნეაპოლი ტკბება ქართველი ვარსკვლავით".


Corriere dello Sport

"მას შემდეგ, რაც მან მარადონას მსგავსი გოლის გატანა მოახერხა, დროა, რომ "ნაპოლიმ" კვარაცხელიას 10-ნრომიანი მაისური მისცეს.

"ლურჯი გუნდის 77-ე ნომერი ძალიან იშვიათად გამოდის ქალაქში. ის აქამდე მხოლოდ პომპეის, ამალფის სანაპიროს და პროჩიდას ესტუმრა. არავითარი კაპრი, ისჩია და სორენტო, არ არის მუზეუმები, გასეირნება ცენტრში, შოპინგი და არც მარადონას ფრესკის მონახულება. მოკლედ, მისი ცხოვრების დედაქალაქი არის კასტელ ვოლტურნო ("ნაპოლის" საწვრთნელი ბაზა)".


ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "ნაპოლი" სერია A-ში 68 ქულით ერთპიროვნულად და უახლოეს კონკურენტ მილანის "ინტერთან" 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ მატჩს გუნდი შიდა ჩემპიონატში 19 მარტს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 16 მარტს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო დუელში ფრანკფურტის "აინტრახტს" საშინაო კედლებში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები