Belive

სპალეტი: "კვარა ძალიან კარგი ბიჭია, ის ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, მილანის "ინტერთან" გასამართი შეხვედრის წინ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემებთან ერთად, მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ლობოტკა და კვარაცხელია თავს კარგად გრძნობენ. მათ მოსამზადებელ პერიოდში არსებული დრო სწორად გამოიყენეს და ახლა თავს კარგად გრძნობენ.

"იუვე სტაბიასთან" კარგი მატჩი გამოვიდა, რომელშიც კვარამ და ლობომ თავი მშვენივრად წარმოაჩინეს და შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს.

კვარა საკუთარ თავს მართავს და მას ეს შესანიშნავად გამოსდის. ის ახერხებს, რომ იყოს არაპროგნოზირებადი, მას შეუძლია, რომ არაფრისგან მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი შექმნას. კვარა ძალიან კარგი ბიჭია და ის ჩვენი გუნდისთვის დამატებითი ღირებულებაა", - თქვა 63 წლის სპეციალისტმა.

"ნაპოლის" და "ინტერის" დაპირისპირება 4 იანვარს სერია A-ს მე-16 ტურის ეგიდით გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები