ოთარ კიტეიშვილი: "წარმატებული საკლუბო სეზონის შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვართ"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის ნაკრებთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"სანაკრებო შეკრებების წინ ტრავმის მიღება ხშირად მიწევდა და მიხარია, რომ ახლა უკვე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვარ, რაც სანაკრებო შეხვედრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სეზონი წარმატებული გამოდგა და ჩვენ ტიტულის მოგებაც მოვახერხეთ. ჩემს გარდა, ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელმაც წარმატებული და ტიტულოვანი სეზონი ჩაატარა, რის გამოც გუნდში ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი გარემოა", - თქვა ოთარ კიტეიშვილმა.
საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი