Belive

სლოტი: ,,პსჟ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია''

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ,,პარი სენ ჟერმენთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,პსჟ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ფეხბურთის მოყვარულთათვის დიდებული მატჩია. ამ სეზონში ორივე გუნდი ბევრ გოლს ვიტანთ და ერთნაირად ვთამაშობთ, ამიტომ საინტერესო შეხვედრა გველის. წავიკითხე ენრიკეს კომენტარი, ის ამბობდა, რომ ლივერპულს შეტევაში 3 ძალიან სწრაფი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ნელები არც კვარაცხელია, ბარკოლა და დემბელე არიან...

ლუის ენრიკემ პარიზში ბევრი რამ გააკეთა - ერთ-ერთი ინდივიდუალისტების წარმოჩენაა. ორივე გუნდს შემტევები შესანიშნავ ფორმაში გვყავს. ვფიქრობ, ეს პსჟ კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე გასული წლის პსჟ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ენრიკემ თქვა, რომ ლივერპული ევროპაში საუკეთესოა? სასიამოვნო კომპლიმენტია, მაგრამ საუკეთესო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ჩვენ კი ამისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ამ მომენტისთვის საუკეთესო კლუბი მადრიდის რეალია, რომელიც მოქმედი ჩემპიონია.

ჩვენი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ? ალბათ, ინგლისიდან არ ხართ, რადგან ასეთ შემთხვევაში Sky Sports-ზე ყოველდღე წაიკითხავდით, რომ ლივერპული მსოფლიოში ყველა ფეხბურთელით ინტერესდება. ეს გაზვიადებულია... ვერ გეტყვით, ვიყავით თუ არა მისით დაინტერესებული, მაგრამ გეტყვით, რომ ის დიდებული ფეხბურთელია. - არნე სლოტი

ოთხშაბათს ღამით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები