სიტისთან მარცხის შემდეგ გასახდელში ერთმანეთს მანე და სანე დაუპირისპირდნენ
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სიტისთან" მარცხის შემდეგ ბავარიელთა გასახდელში დიდი დაპირისპირება იყო. როგორც სოციალურ ქსელებში იწერება სადიო მანემ სეროი სანეს სახეშიც კი გაარტყა.
BILD-ის თანახმად, ფეხბურთელებს შორის უთანხმოება მოედანზე მოხდა და ეს ყველაფერი გასახდელშიც გაგრძელდა. სენეგალელი შემტევი მისი თანაგუნდელის მიმართვამ გააღიზიანა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მანემ მის თანაგუნდელს სახეში გაარტყა. სიტუაცია მალევე დაშოშმინდა, როცა მათ შორის გასახდელში მყოფი სხვა პირები ჩადგნენ.
🚨🔴 Mané & Sané had a fight in the Bayern dressing room after the loss vs Man City yesterday.
— EuroFoot (@eurofootcom) April 12, 2023
Mané approached Sané for the way he was speaking and gave him a blow to the lip. Other players had to intervene, reports @SPORTBILD. pic.twitter.com/99nN2PBZ8K
თვითმხილველების თქმით, სანემ საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო, რამაც მის სახეზე კვალი დატოვა.
როგორც გერმანულ მედიაში წერენ ამ თემასთან დაკავშირებით გუნდს კომენტარის გაკეთება არ სურს.