Belive

ფაბრიციო რომანო: "დოვბიკი ატლეტიკოს ფეხბურთელი გახდება - ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის - ფაბრიციო რომანოს ცნობით, უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და "ჟირონას" 27 წლის ფორვარდი - არტემ დოვბიკი, მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი გახდება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, დოვბიკი მადრიდულ გრანდს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ფეხბურთელმა სატრანსფერო დეტალები "ატლეტიკოსთან" უკვე შეათანხმა და ახლა მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ არტომ დოვბიკი ლა ლიგის 2023/2024 წლების გათამაშების ბომბარდირი გახდა. უკრაინელმა ფორვარდმა ლა ლიგაში 24 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" გუნდის ფორვარდმა - ალვარო მორატამ დატოვა და მოქმედი ევროპის ჩემპიონი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. სწორედ მას ჩაანაცვლებს უკრაინელი ფორვარდი.

სხვა სტატიები