Belive

რონალდუ იამალზე: "ის ფენომენალურია და ამ ტიტულს კიდევ ბევრჯერ მოიგებს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ფინალის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში (5:3) დაამარცხეს და ერთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

მორიგი და კარიერაში 938-ე გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა (2:2). გამარჯვების შემდეგ, 40 წლის ლეგენდარულმა რონალდუმ ლამინე იამალის შესახებ ისაუბრა.

„იამალი ფენომენია - მას ძალიან გრძელი კარიერა ექნება და აუცილებლად ბევრჯერ მოიგებს ერთა ლიგას და კიდევ ძალიან ბევრ ტიტულს.

ამ ასაკში ასეთი თამაში უბრალოდ წარმოუდგენელია და არ შეიძლება ამას არ აფასებდე - მომავალში წარმატებას ვუსურვებ." - კრიშტიანუ რონალდუ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრებთან ერთად მესამე ტიტული მოიგო. პირველად მან ევროპის ჩემპიონობა შეძლო, შემდეგ კი ერთა ლიგის ტიტულს იგი მეორედ დაეუფლა.

სხვა სტატიები