Belive

ვინ არის ყველაზე კარგი და სრულყოფილი ფეხბურთელი რეალში?! - მარკ კუკურელიას პასუხი

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკ კუკურელიამ, რომელიც ევროპის ჩემპიონობისა და ჩელსიში მოპოვებული წარმატებების შემდეგ რეალ მადრიდის მარცხენა ფლანგის მთავარ ძალად მოევლინა, „სამეფო კლუბის“ გასახდელსა და თანაგუნდელებზე ისაუბრა.

ესპანელმა მცველმა, რომელიც მადრიდელთა შემადგენლობაში ბრწყინვალე ფორმაშია და გუნდის დაცვის ხაზს საიმედოდ ამაგრებს, ჟურნალისტის კითხვას - თუ ვინ არის რეალის საუკეთესო ფეხბურთელი, საკმაოდ მოულოდნელი და საინტერესო პასუხი გასცა.

კუკურელიას თქმით, მართალია გუნდში მსოფლიო დონის უამრავი ვარსკვლავია, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას თურქი ტალანტი, არდა გიულერი იმსახურებს.

„ვინ არის საუკეთესო და სრულყოფილი ფეხბურთელი რეალში?! - შემიძლია დავასახელო მბაპე, ბელინგემი, კურტუა... მაგრამ დავასახელებ ფეხბურთელს, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება - ეს არდა გიულერია. როდესაც არდა მოედანზეა, ჩვენ სულ სხვაგვარად ვთამაშობთ.

ის საოცარი ტალანტია და შეიძლება ვინმე, ვინც ტელევიზორთან ზის და უყურებს არ ჩანდეს ის ყველაფერი, რასაც არდა მოედანზე აკეთებს, თუმცა ყველაზე დახვეწილია იგი ჩვენს გუნდში." - მარკ კუკურელია

ესპანელი მცველის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამხელა გავლენა აქვს ახალგაზრდა ნახევარმცველს მადრიდელთა თამაშის სტილზე. კუკურელიამ აღნიშნა, რომ გიულერს მოედანზე განსაკუთრებული ხედვა და ბურთის კონტროლის იშვიათი ოსტატობა გამოარჩევს, რაც „სამეფო კლუბის“ შეტევებს სრულიად ახალ განზომილებასა და მრავალფეროვნებას სძენს.

სხვა სტატიები