Belive

საფრანგეთის ნაკრებს ჩუამენიც გამოაკლდა | ნახევარმცველი მადრიდში დაბრუნდა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

აურელიან ჩუამენიმ დღეს, ტრავმის გამო, საფრანგეთის ნაკრების შეკრება დატოვა. ფეხბურთელს ბარძაყის არეში დისკომფორტი აწუხებს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნახევარმცველი მადრიდში დაბრუნდება და მკურნალობას რეალის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით გააგრძელებს. მსგავსი პრობლემა ჩუამენის მსოფლიო ჩემპიონატზეც შეექმნა.

"აურელიან ჩუამენის ბარძაყის არეში დისკომფორტი კვლავ აწუხებს. ფეხბურთელის მდგომარეობისა და რეალის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ იგი კლუბში გაგვეშვა. ჩუამენი დღეს ნაკრებთან ერთად იქნება, ხვალ კი მადრიდში დაბრუნდება." - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ჩუამენიმ საშემოდგომო სანაკრებო პაუზის დროს, ამავე პრობლემის გამო, ერთა ლიგის ორი შეხვედრა, სექტემბერსა და ოქტომბერშიც გამოტოვა. 26 წლის ფეხბურთელმა ამჯერად, დისკომფორტი გუშინდელ ვარჯიშზე იგრძნო. ეს ამბავი რეალისთვისაც დიდი დარტყმაა, რადგან ფრანგი ფეხბურთელი, ბოლო პერიოდში გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნახევარმცველად ჩამოყალიბდა.

სხვა სტატიები